აქტუალური
საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესსტატისტიკის სამმართველო 1 ივლისიდან ბიზნესრეგისტრის აქტუალიზების სტატისტიკურ გამოკვლევას იწყებს. გამოკვლევას ექვემდებარებიან გასული კვარტლის განმავლობაში ახლად დარეგისტრირებული იურიდიული პირები. აღნიშნული კვლევის შედეგად საქსტატი საწარმოების (ორგანიზაციების) შესახებ მიიღებს ან დააზუსტებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკუთრების ფორმა, საქმიანობის სახე, პარტნიორი ქვეყანა, დასაქმებულთა რაოდენობა და ა.შ. აღნიშნული გამოკვლევის საფუძველზე განხორციელდება ბიზნესრეგისტრის აქტუალიზაცია.
ბიზნესრეგისტრის აქტუალიზების სტატისტიკური გამოკვლევა მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.