სამართალი
საქსტატი: აპრილში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ია.