აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და პირველ ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.