უცხოეთი
ვიქტორ ბონდარევი - რუსეთმა უნდა გააძლიეროს თვისი ყოფნა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიქტორ ბონდარევი მიჩნევს, რომ მოსკოვი ვალდებულია გააძლიეროს თავისი ყოფნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, ასევე რესპუბლიკებში - აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში.

„რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მტრული პოლიტიკის გაძლიერება იწვევს საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების შექმნის აუცილებლობას. ცივი ომის დროს სსრკ-ს ჰქონდა სამხედრო ბაზების ფართო ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ვიეტნამი) და კუბაში“, - წერს სენატორი თავის „ტელეგრამის“ არხში.

მანვე აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნებთან კავშირები მყარდება. ამრიგად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, რომლის ტერიტორიაზეც 2008 წლიდან 2010 წლამდე იმყოფებოდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, თავისი ელჩის მეშვეობით, გამოთქვა სურვილი მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე.

„რუსეთი განასახიერებს სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტს და შეუძლია სამხედრო კონფლიქტების ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა, ცალკეულ ქვეყნებში და მთელ რეგიონებში უსაფრთხოების გარანტირება. აფრიკაში კი ეს უკვე აქსიომაა“, - დასძინა მან.

რუსმა სენატორმა გაიხსენა, რომ ადრე სუდანთან გაფორმდა შეთანხმება 300-მდე სამხედრო მოსამსახურეზე გათვლილი ბაზის განთავსების შესახებ, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს ოთხამდე სამხედრო ხომალდს.

interpressnews.ge