სამართალი
თბილისის მესამე პედიატრიულ საავადმყოფოში წლინახევრის საბა ფორჩხიძე გარდაიცვალა, რომელიც ჭიათურიდან მენინგოენცეფალიტის დიაგნოზით ჩამოიყვანეს. ექიმების თქმით, თბილისის საავადმყოფოში მოთავსებისას ბავშვი შოკურ მდგომარეობაში იყო და კლინიკაში მიყვანიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ, რომლებმაც, მათი განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა არასათანადოდ შეაფასეს. ბავშვის დედამ საბას მართვით სუნთქვაზე გადაყვანა მოითხოვა, თუმცა კლინიკაში განუცხადეს, რომ აპარატი არ მუშაობდა, რასაც ექიმებიც ადასტურებენ და განმარტავენ, რომ აპარატი სხვა კლინიკიდან მოითხოვეს, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.