სამართალი
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აზერბაიჯანს კეთილდღეობას და განვითარებას უსურვებს.

„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ, ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა, წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული, კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.