რელიგია
ავტორი ივან უოთსონი ვრცლად საუბრობს საქართველოზე, როგორც უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოზე, მის სულიერ ლიდერზე და ავტორიტეტზე, რომელიც ილია II-ს გააჩნია.
პატრიარქის ავტორიტეტზე საუბრისას ჟურნალისტს მაგალითად მოჰყავს კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის 94 %-ზე მეტი ყველაზე დიდ ნდობას პატრიარქს უცხადებს და მას ყველაზე გავლენიან ადამიანად ასახელებს.
ივან უოთსონი დაწვრილებით ყვება ილია II-ს აღსაყდრების პერიოდის, საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიაში არსებული პრობლემებისა და სასულიერო პირებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. ამ თემაზე ჟურნალისტი უშუალოდ პატრიარქსაც ესაუბრება. უწმინდესი და უნეტარესი აღნიშნავს, რომ ქართულმა ეკლესიამ რთული გზა გაიარა, თუმცა მოხარულია, რომ ხალხი ეკლესიას დაუბრუნდა.სულიერებასთან ერთად, ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს პატრიარქის ღვაწლზე, რომელიც საქართველოში შობადობის ზრდას უკავშირდება. მას მოყავს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც პატრიარქის მიერ ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიციის შემოღების შემდეგ, საქართველოში შობადობამ იმატა.
სიუჟეტის დასასრულს CNN-ის კორესპოდენტი ილია II-ს პიროვნული თვისებების შესახებ საუბრობს.