პუბლიკაციები
უცხოეთის აგენტ პრეზიდენტს

 თავხედთა ნოტზე ჭიხვინებ,
ხარ კალიგულას შენ ცხენი,
ერის ღალატში მიძვრები,
პრეზიდენტობის შემრცხვენი.

          ხელისუფლების დამხობას
          ამერიკიდან ქადაგებ,
          განძის ყაჩაღთა გაწვრთნილი
          ქვეყანას დახლზე ქადად დებ.

ხალხი შენ როგორ გენდობა,
აგენტთა ხროვის მწყემსად ხარ,
ქართველი ერის მომავლის
სიკეთის ნერგის ფესვსა ხრავ.
          ან ხალხი რაში გჭირდება,
          ხარ ყველა მუხთლის რჩეული,
          ქართველი ერის ვერ ცნობის
          ადრევე დაღდაჩნეული.
ბოროტებასთან ჯირითში
ნიღაბსაც აღარ ატარებ,
ტახტზე ამძვრალი გრძნეული
სატანისტურად ტარტარებ.
          ჭიხვინს ვერავინ დაგიშლის,
          ევრ-ამერიკას სანამ სურს,
          წახვალ, აქ ხსოვნას დატოვებ
          სოდომისტთაგან დანავსულს.

დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი,

მწერალი გივი სომხიშვილი

26 მაისი 2023 წ.