აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარი გახდა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5570 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7559 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.