უცხოეთი
ჯოზეფ ბორელი - რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის თვითმფრინავებისთვის

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ, ბოლოს და ბოლოს, უკრაინელი პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო, მაგალითად, პოლონეთში. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი“, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელის თქმით, F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები აუცილებელია, რათა „უკრაინელებმა გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“.

მანამდე, აშშ-ში განაცხადეს, რომ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდებას „უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე თვე დასჭირდება“.

1tv.ge