უცხოეთი
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოხსნეს, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა.

როგორც ვიაჩესლავ გლადკოვი წერს, „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმის გაუქმების შესახებ“.

გლადკოვს არ დაუზუსტებია ინფორმაცია იმის შესახებ, როდის შეძლებენ ბელგოროდის ოლქის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

1tv.ge