სამართალი
ყვარელში დაკავებული 16 პირი გაათავისუფლეს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. 20 მაისს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირი თავისუფალია.

ამის შესახებ გურჯაანის სასამართლოში ჟურნალისტებს დაკავებულთა ადვოკატებმა განუცხადეს.

21 მაისს გურჯაანის სასამართლოში „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 16 პირის პროცესი იყო, მათგან ორი დაკავებული მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. რაც შეეხება დანარჩენ 14 დაკავებულს, რომლებიც ასევე გათავისუფლდნენ, მათი სასამართლო პროცესი 19 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი 20 მაისს დააკავეს.