საზოგადოება
კახა კალაძე: პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

კალაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე გუნდში არ უსაუბრიათ.

პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა. საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთ, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც პირველ რიგში სჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.