უცხოეთი
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება გარდაუვალია

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება გარდაუვალია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას შეხვდა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მიმართავს ამ მიზნის მისაღწევად.

„იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, სამშვიდობო მოლაპარაკებები კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მიწები მრავალი წლის განმავლობაში, დაახლოებით 30 წელი, ოკუპირებული იყო, ერთი მილიონი აზერბაიჯანელი ამ ოკუპაციის შედეგად იყო განდევნილი მშობლიური მიწებიდან, ჩვენი მიწის თითქმის 20 პროცენტი იყო ოკუპირებული, დაპყრობილ ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ იყო დანგრეული თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა, შენობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამშვიდობო შეთანხმება გარდაუვალია და ჩვენი მხრიდან ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მივმართავთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

1tv.ge