საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის „გათავისუფლება“ მიულოცა, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი არტიომოვსკის სახელით მოიხსენიებს.
კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა.
კრემლის ცნობითვე, ყველა, ვინც ბახმუტის ბრძოლაში გამოირჩეოდა, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სერგი ნიკიფოროვმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაადასტურა რუსული ძალების მიერ ქალაქ ბახმუტის დაკავება. „ჟურნალისტის შეკითხვა: რუსებმა განაცხადეს, რომ ბახმუტს აიღეს. პრეზიდენტის [ზელენსკის] პასუხი: ვფიქრობ, არა. ამდენად, პრეზიდენტმა უარყო ბახმუტის აღება“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.
interpressnews.ge