უცხოეთი
მედიის ცნობით, შვედეთში 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნა ფარულად მიმდინარეობდა

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. მედიის ცნობით, შვედეთში 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნა ფარულად მიმდინარეობდა. უკრაინული ბრიგადა, რომელიც 3000-დან 5000-მდე ჯარისკაცს შეადგენს, შვედეთში წვრთნებს თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიებით გადიოდ, -. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ შვედურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრიგადა აღჭურვილია „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებით, ასევე CV 90-ის ტიპის საბრძოლო მანქანებითა და Archer-ის საარტილერიო სისტემებით, რაც მას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ძლიერ დანაყოფად აქცევს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს შვედეთის თავდაცვის ძალებში ჯერჯერობით არ აკეთებენ.

1tv.ge