სამართალი
2023-ის I კვარტალში თითქმის 200 ათასით იმატა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ, 2023 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-მარტი] 250 000-ს გადააჭარბა, აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

მათი მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობამ თითქმის 200 000-ით მოიმატა.

ფორმალურად, აქედან რუსეთის ყველა მოქალაქე ტურისტია, თუმცა ბევრი მათგანი, ფაქტობრივად, საქართველოში ცხოვრობს. ტურისტებად ისინი იმიტომ არიან მიჩნეული, რომ უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში თითქმის ერთი წელის გატარება, მაგრამ არ აქვთ საქართველოს გაცემული ოფიციალური დოკუმენტი – ბინადრობის უფლება, მოქალაქეობა, თუ სხვა.