საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. რუსულმა ავიაკომპანიამ „ირაერომ“ „როსავიაციაში“ მოსკოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულების ნებართვა ითხოვა, იტყობინება „ტასი“.
გადაწყვეტილებას რუსული მხარე 19 მაისს მიიღებს. აქამდე „ირაეროს“ არ შეუსრულებია რეისები საქართველოში.
კომპანია სანქცირებულია უკრაინის მიერ.
რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე ამბობენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways“-მა.