პოლიტიკა
საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგანტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან კვირაში შვიდი სიხშირით განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა.