პოლიტიკა
„რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა განაცხადა, რომლის შეფასებით, „საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად საქართველო ყოველწლიურად ერთსა და იმავე მანევრს იყენებს“.
მისივე თქმით, „სრულიად ნათელია, რომ რეზოლუციის პროექტში რეგიონში არსებული თანამედროვე პოლიტიკური რეალობა არ არის გათვალისწინებული, რეზოლუციის სათაურიდან კი დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიცემა, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ჩანს, თითქოს, ეს რეგიონები საქართველოს კუთვნილებაა“.„დღევანდელი ობიექტური რეალობა კი ასეთია: რეგიონში დამოუკიდებელი სახელმწიფოები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არსებობენ და ამის გაგება როგორც საქართველოს, ისე მის მოკავშირეებს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ“, – განაცხადა პანკინმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების უფლება აღიარა. რეზოლუციას მხარი 57-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, 74-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.