აქტუალური
თავდაცვის მინისტრი: ლიბერალიზმი პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტისთვის

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. „ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 11 მაისს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მან ასევე მხადაჭერა გამოხატა „ქართული ოცნების“ კონსერვატიული ხედვის მიმართ და საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გამოექომაგა, რომელიც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის გამო გააკრიტიკეს.

თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა ძალიან წარმატებული პროექტია“ და დასძინა, რომ ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს“. „შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით“.

შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, – ხაზი გაუსვა მან.

თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო“, – დასძინა მან.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ კონსერვატიული მიმართულებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა მტკიცეა.