პუბლიკაციები
ავიალაინერს „მოსკოვი-თბილისი“ საქინფორმი რბილ დაშვებას უსურვებს!

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. „რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის მომავალი წლის ივნისში გაუქმდება, ამ დროისთვის რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლაც აღდგება. ახლა მიმდინარეობს რუტინული ტექნიკური მუშაობა პრეზიდენტ პუტინის 2022 წლის 6 სექტემბრის შესაბამისი დავალების შესასრულებლად და აქ არაფერ შუაშია ვაი-პოლიტიკოსებისა და ვუი-საზოგადო მოღვაწეების სხვადასხვა მიმართვა, რომლებიც უკვე მერამდენედ ცდილობდნენ საკუთარ თავს მიაწერონ ეს „დამსახურება“.” (ინტერვიუ არნო ხიდირბეგიშვილთან, 2022 წლის 22 დეკემბერი)

   2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა № 335 განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023 წლის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დოკუმენტი განთავსებულია სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზე. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები განახორციელებენ რუსეთის ფედერაციაში შესვლასა და გამოსვლას ვიზის გაფორმების გარეშე, მათი პიროვნების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე <…>, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსწბული საქართველოს ინტერესების სექციაში თანამშრომლებლად მივლინებულ პირებსდა მათ ოჯახის წევრებს სამთვიანი იზა დასჭირდებათ. აკრედიტაციის შემდეგ, ისინი შეძლებენ რუსეთში შესვლას უვიზოდ“, ასევე ნათქვამია განკარგულებაში.

   მეორე - №336 ბრძანებულებით, რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა რუსული ავიაკომპანიების ფრენების და საქართველოში ტურების გაყიდვის აკრძალვა. განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს რეკომენდაციას რუსებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ.

აი ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს დიდი გამარჯვების 87 წლისთავი!