სამართალი
კახა კალაძე: მზადება მიდის, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ გადატრიალების მცდელობა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. მომზადება მიდის, რომ ქვეყანაში როგორმე მოახდინონ დაპირისპირება, გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მმართველ გუნდს ყველაფერი კარგად ესმის.

„რაც შეეხება აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკურ პარტიას – ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ ვინმე კანონის ჩარჩოების გაცდენას დააპირებს, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა. შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.