პუბლიკაციები
დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებაა

 ციცერონის მიერ ძველ რომში ნათქვამი ეს ჭეშმარიტება თაობებს ჭკუის სასწავლებლად უნდა ჰყოფნოდათ. მაგრამ რაც ამჟამად საქართველოში ხდება, ფაშისტების მიერ უხეში ძალის გამოყენებით გზაზე სიარულს მოგვაგონებს, ასე წარმატებით რომ აქვს ათვისებული ევრო-ამერიკულ ძალმომრეობას.

ფაშისტებმა 1934 წელს ვენაში პუტჩი მოაწყეს. თავისი მეხუთე კოლონის, არტურ ზეის ინკვარტის მეთაურობით და დივერსანტი, ოტო სკორსენის მონაწილეობით. გიტლერმა კი რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას ავსტრიასთან არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს.

შეთქმულების დღეს ავსტრიის არმიის ფორმიანი ეს სს-ელები კანცლერის სასახლეში შეიჭრნენ, კანცლერი - დოლფუსი მოკლეს. მეორე ჯგუფი რადიოკვანძში შეიჭრა. უნდა გადაეცათ, რომ კანცლერ დოლფუსის მთავრობა გადადგა და კანცლერობა დოქტორ რიტელანს დაევალა; რადიოკვანძის მუშაკებმა გადაცემა დროულად გამორთეს.

პრეზიდენტ მიკლასის დასაპატიმრებლად გაგზავნილი ჯგუფი გზაშივე დააპატიმრეს. პუტჩი ჩაიშალა. პრეზიდენტმა კანცლერობა განათლების მინისტრს, კურტ შუშნიკს დაავალა. შეთქმულები დააპატიმრეს. შვიდი სს-ელი ჩამოახრჩეს, სკორცენი გაიპარა.

გიტლერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა დოლფუსის მოკვლის გამო, დაივიწყა, რომ დოლფუსს მოკვლით ემუქრებოდა; ახლა კი გლოვობდა მისი ვერაგულად მოკვლის გამო.

შეთქმულების გამარჯვებით დარწმუნებულმა გებელსმა წინასწარ დააბეჭდინა ცნობა „ავსტრიის ხელისუფლების წარმატებული შეცვლის შესახებ“ . ამ გაზეთის დროულად კონფისკაცია მოასწრეს, თუმცა, რამოდენიმე ეგზემპლარი მაინც გადარჩა.

ავსტრიის ხელისუფლება განცხრომას მიეცა. 0ფაშიზმის მეხუთე კოლონა კი ქვეყანას პანდემიასავით მოედო.

ტრაგედიის მეორე ეტაპი 1938 წლის 11 თებერვლიდან დაიწყო. ახლა უკვე გათავხედებულმა ჰიტლერმა, საბჭოთა კავშირზე მისაქსევად რომ ანებივრებდნენ, შუშნიკი თავისთან დაიბარა. დაპატიმრების მუქარით და ისეთი შეურაცხყოფით, რასაც თავმოყვარე ადამიანი არ მოითმენდა, აიძულა მისი მოთხოვნები შეესრულებინათ. შედეგად, პრეზიდენტმა ზეის ინკვარტი შეუზღუდავი უფლებებით შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა და გაათავისუფლეს დაპატიმრებული პუტჩისტები. ჰიტლერი არც ამას დასჯერდა და ავსტრიის არმიაში დაანიშნინა 100 გერმანელი ოფიცერი.

შუშნიკმა 13 მარტი რეფერენდუმის დღედ გამოაცხადა, „უნდათ თუ არა ავსტრიელებს დამოუკიდებლობა?“ გაცოფებულმა ჰიტლერმა რეფერენდუმის შეწყვეტა, შუშნიკის გადადგომა და მის ადგილზე ზეის ინკვარტის დანიშვნა მოითხოვა. სუშნიკი პრეზიდენტ მიკლასთან გაიქცა. გზაში მას ურჩიეს, მიმართოს ხალხს, არმიას და იბრძოლოს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ის კი გადადგა.

პრეზიდენტმა მიკლასმა მეტი სიმტკიცე გამოიჩინა და ზეის იმკვარტს უარი უთხრა კანცლერად დანიშვნაზე. ოტო სკორცენი თავისი ბანდით პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა, დაცვა განაიარაღა და პრეზიდენტი აიძულა, ზეის ინკვანტი კანცლერად დაენიშნა. შემდეგ შუშნიკი დააპატიმრეს და ახალი მთავრობის სია ბერლინიდან გაუგზავნეს.

ზეის ინკვარტმა გადამდგარი პრეზიდენტის ადგილიც დაიკავა და 1938 წლის 13 მარტს გერმანიის იმპერიასთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

1934 წლის პუტჩში მონაწილეობას და დოლფუსის მკვლელობას რომ მალავდნენ, ახლა პირიქით, ხლხმრავალი მიტინგი გამართეს, სიტყვით გამოსულმა ჰიტლერის მოადგილე, ლუდორფ ჰესმა, კანცლერი დოლფუსის მკვლელობის მონაწილე შვიდი სიკვდილით დასჯილი გერმანიის ერთგული სს-ელის მემორიალური დაფა გახსნა.

ავსტრიის დაპატიმრებული კანცლერი, შუშნიგი, გესტაპოელებით სავსე ოტელში მიიყვანეს, ცოცხი მისცეს და ტუალეტებს ასუფთავებინებდნენ. მერე დამოუკიდებელი ავსტრიის მთავრობიანად მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დააბინავეს.

რაც უნდა ლაქუცად დამდნარიყო, დამოუკიდებელი ავსტრიის ხელისუფლება ფაშისტებს მისი მეხუთე კოლონისთანად მაინც ვერ უერთგულებდა, ორ სკამზე ჯდომა კი საკონცენტრაციო ბანაკში დაბინავებად დაუჯდათ.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ანკესზე წამოგებულმა ევრო-ამერიკელი მაგიის მონად ქცეულმა, ევროინტეგრაციისა და ევროპაში, სადაც არასდროს ვყოფილვართ, დაბრუნების აკვიატებული უმეცრებით დაბრმავებულები, ქვეყნისა და ერის საშინელი დამცირების პირობებში ამერიკის სტრატეგიული პარტნიორებით გამასხარავებას ისე შეგვაგუეს, როგორც სოფლის ჭკუასუსტისთვის ნაპოლეონობის წოდება და ვერ ვხდებით, ევრო-ამერიკულ ჯადოქრობას მხოლოდ გაპარტახება, დაკნინება და მოსპობა რომ ემეტება ჩვენთვის. სხვა რა უნდა ეწოდოს დასავლეთის მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ მიღებულ სანქციებში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არ მონაწილეობის გამო გახშირებულ მუქარას და ბრალდებებს საქართველოს მონურ მორჩილებას მიჩვეული ევრო-ამერიკული მბრძანებლებისაგან. როგორ გაბედა ნატო-ს და ევროკავშირის წევრობის მათხოვარმა დასავლეთის ინტერესების ზვარაკად შეწირულმა მორჩილმა პატარა ქვეყანამ თავის გადასარჩენად თამამად გაფართხალება?!

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ კავკასიიდან მეორე ფრონტის გახსნის პლაცდარმად სჭირდებათ, თორემ ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია, ამერიკა- ნატოს სადამსჯელო მისიებში მონაწილეობას თავისი სამხედრო ბიუჯეტი რომ მიახარჯა და ქართველი ვაჟკაცების სისხლი დაღვარა; პატარა და გაჭირვებული ქვეყანა ავღანეთში ამერიკის შემდეგ ჯარის რაოდენობით მეორე რომ იყო, ნატო-ს წევრ დიდ ქვეყნებიდან რომელს ეყო ნამუსი, ეთქვა, საქართველოს მორჩილი ხელისუფლების ასე უსინდისოდ წაქეზება უხერხულიაო.

საქართველოს ამომგდებ, რუსეთზე მიქსეულ თავიანთ ძაღლიშვილ ნაციონალებს პამპერსები მაინც დროულად მიაშველეს. ახლა რომ მოეხერხებინათ ხელისუფლების ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, პამპერსებითაც ვეღარ მოამარაგებდნენ, თავიანთ პრეზიდენტს უპამპერსოდ ხომ ვერ დატოვებდნენ, ტრაპზე ფორთხვით რომ ადის, არავისი კულტურა რომ არ აინტერესებს და ლგბტ-თა მფარველები რომ ჰგონია ყველაზე კულტურულად და იმავე ლგბტ-თა დროშის ფრიალით კაცობრიობას ჯოჯოხეთისკენ რომ ექაჩება.

ადრე თუ საზოგადოებრივ აზრს ცოტათი მაინც უწევდნენ ანგარიშს და ხალხის მიერ გამოძევებულ მათ ძაღლისშვილებს დაღეჭილ რეზინასავით აფურთხებდნენ, ახლა საქართველოს ამომგდებ ნაციონალებს და მათი შხამიანი სხეულიდან ამომძვრალ პარტიებად წოდებულ ასპიტების განებივრება-გათავხედებას შეახიეს დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის მებრძოლის ნიღაბი. ვერაფრით შერიგებიან ევრო-ატლანტიკური მბრძანებლების ინტერესებისათვის საკუთარი ხალხის უბედურებად ქცეული ნაციონალების დამხობას. საქართველოდან გამფრთხალ მთავარ დამნაშავეებს უკრაინაში სასათბურე პირობებით ანებივრებენ; იქაც ხომ ბანდერელი ნეოფაშისტები გააბატონეს უკრაინელების უბედურებად. ჯერჯერობით კი „ქართული ოცნება“ უნდოდათ, ექციათ მათი ინტერესების შემსრულებელ ჯაჭვით გამობმულ გოშიად. ახლა, როცა ამხელა გაავებით საქართველოს ხელისუფლებას უტევენ, შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რა ძალის პრესის გადატანის პირობებში უხდებოდა ზოგიერთ დათმობაზე წასვლით საქართველოს ინტერესების დაცვა. ამერიკა სასტიკად შეცდა, ფიდელ კასტროს თავის მარიონეტად გადაქცევას რომ ცდილობდა. შემდეგ კი უამრავჯერ უშედეგოდ სცადა ტერორით მისი მოსპობა.

პირველად ახალი ხელისუფლების პარლამენტში შერეკილი პარტიებად წოდებული პარაზიტები და ნულოვანი რეიტინგის მქონე ხალხის საძულველ რესპუბლიკელების პარპაშით ქვეყნის ამომგდებ ნაციონალ დამნაშავეთა აკრძალვის მაგიერ კოჰაბიტაციად შემოტენილი შერიგებით გააწბილეს ხალხი.

„ქართულ ოცნებას“ ისე მაინც ვერ ამოსდეს აღვირი, როგორც მათ ესაჭიროებათ, ის რაც შეეძლო, ხალხისკენ შემობრუნებას ცდილობდა; უკვე მერამდენედ სცადეს თავიანთი მეთოდით ხელისუფლების შეცვლა. არადა რამხელა უცხოეთის აგენტთა მეხუთე კოლონა ჰყავთ მსუყედ გამოკვებილ-დაფინანსებული: უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული მარიონეტთა ხროვა, ნაციონალური მოძრაობა თავის შხამიანი, გაბოროტებული, პარტიებად შეთხზული მკბენარებით. ქვეყნის სხეულზე პარაზიტებად მცოცავი, ხალხის სახელით ყბედობას ამოფარებული, გაკოტრებულ პოლიტიკოსებად წოდებულ უცხოეთის საკვებურზე მისეულთა ხროვა; სატელევიზიო არხები თავისი რობოტებად დაქოქილი ჟურნალისტი მყეფარები; სახალხო დამცველის აპარატად წოდებული ლგბტ გარყვნილთა ბუდე; შემოტენილი ერის მუწუკი ნაპრეზიდენტალები, ადრე „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შერეკილი, პარტიებად წოდებული, გაკოტრებული ნაგავი, „ქართულ ოცნებას“ რომ ეფიცხებოდნენ და მის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებდნენ. იქიდან გამოდევნილები, ნაციონალებთან ერთად უცხოეთიდან დადგმულ საკვებურს მიეძალნენ „ქართული ოცნების“ აუგის ქადაგებით. ზოგმა საკუთარი თავი პარტიად გამოაცხადა, როგორც სპეკულიანტმა თავისი ჭიშკარი _ სავაჭრო ობიექტად. მთავარია, ევროპული ინტეგრაციითა და ლგბტ-თა დაცვის ღრიალით აიქაფო პირი. ნაბანკირალმა მამუკა ხაზარაძემაც ვირის სახარების ავტორის მზგავსებს და უბორნიის პოეტებს საბას პრემიებს რომ ჩუქნიდა, ახლა საკუთარი პარტია შეიძინა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოპანღურებული, რესპუბლიკელთა ყოფილი ლიდერი _ უსფაშვილიც პარაზიტის ალღოთი მასთან გადაბარგდა.

უცხოეთის აგენტთა ეს ხროვა ხალხის სახელით ყბედობს, თორემ ხალხი რაში სჭირდებათ ევრო-ამერიკელთა აგენტებს. ახლოვდებოდა პარლამენტის არჩევნები და მათმა გამაყრუებელმა ტრაბახმა, ცრუ დაპირებათა ღავღავმა და მუქარამ დატბორა ეთერი. ყველა კი ქვეყნის სასიკეთო ღონისძიებებს ეტლის თვლებში ჯოხივით ეჩხირება და უბედურებისაკენ შეტრიალებას ცდილობს.

დიღომში მოყუჩებულ ამერიკის საელჩოდ წოდებულ არასასურველ ხელისუფლების დამხობის დესტრუქციულ ელემენტთა ბუდეს თავისი სურვილის განხორციელებაში ეჭვი არ ეპარება, რამეთუ ჰყავს მრავალრიცხოვანი მეხუთე კოლონა და აქვს გაჭირვებულ ამომრჩეველთა მოსყიდვის მსუყე ფინანსური სატყუარა.

ოპოზიციად შეზელილი მრავალფეროვანი კარიერისტთა მასა უკვე ზეიმობდა გამარჯვებას და თანამდებობებზე წამოსაჯდომად ძიძგილისათვის ემზადებოდნენ. საერთაშორისო ტინკიცი ერის მოღალატე, უბედურება და სირცხვილი მზად ჰყავთ ქვეყანაში გაცილებით საზარელი ბოროტების ჩასადენად. ავტომობილის კონტეინერში ვირთხასავით შემძვრალი აუცილებელი წარმატების ილუზიით გაბერილი შემოიპარა. პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის გაყვანა შეძლეს, მაგრამ ხალხმა მაინც იმძლავრა და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

გაწბილებული მეხუთე კოლონა არჩევნების გაყალბების ბრალდებით მისი შედეგების გაუქმებისათვის აქციებს მართავს და საერთო-სახალხო პროტესტისმოწყობით იმუქრება. ხალხი სად ჰყავთ, მეხუთე კოლონის აგენტებით ცდილობენ ნორმალური ცხოვრების აქოთებას. დესტრუქციის ნოტზე აწყობილი მათი ტელევიზიები მუქარისა და სიცრუის მტვერს აქარბუქებენ.

არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ჩხრიმალს აგროვებენ. უცხოეთის დამკვირვებლები ვერაფრით ვერ ნახულობენ გაყალბების ფაქტებს.

ეს არაფერი, ევრო-ამერიკელთა ყოვლისშემძლეობას რა შეუშლის ხელს, ოპოზიციად წოდებული მეხუთე კოლონა გამარჯვებულად რომ გამოაცხადონ. თუმცა, ერთი ასეთი ილეთი ვენესუელაში ჩაეშალათ, ოღონდ ჯერ ხომ უნდა გაათავისუფლონ საქართველოში უბედურად შემოპარული, ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული მათი უერთგულესი ლაქია. ახლა უკვე უკრაინის მოქალაქედ გადაკეთებული სააკაშვილი უკრაინის დროშას პასუხისმგებლობიდან თავდასხმის იმედად რომ აფრიალებს. ბანდერელი ხელისუფლებაც მოითხოვს მათ მოქალაქედ შემძვრალი ვაგლახის განთავისუფლებას.

როგორ გაბედეს საზარელ დანაშაულთა მკადრებელი საქართველოს მოღალატე მათი ყოველგვარი ბოროტი ჩანაფიქრის შემსრულებელი ძაღლიშვილის დაპატიმრება?! სასტიკად აბობოქრდა განაწყენებული, დიღომში მოყუჩებული, არასასურველ ხელისუფლებათა დამხობის შტაბი.

ევროკავშირიდან დაიძრნენ საკითხის გასარკვევად. სააკაშვილის საკანი დაემსგავსა უკმაყოფილო ძაღლისშვილთა შეკრების შტაბს. ინფორმაციის ყოველგვარი საშუალებით განებივრებული სააკაშვილი თავისი დამოძღვრით კვებავს დესტრუქციული ბრბოს ამბიციებს. მისი უცებ განთავისუფლება მაინც ვერ მოახერხეს. ახლა ნატო-ს ქვეყნებიდან დაიძრა მისი ჯანმრთელობის გამომკვლევთა ჯგუფები. სააკაშვილი სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ფართო აპარტამენტში განებივრებული თავხედური აღვირახსნილობით თავზარს სცემს მომსახურე პერსონალს და მკურნალებს, როცა სამკურნალო არაფერი სჭირს. ნატო-ს ქვეყნები ერთმანეთს ეცილებიან სამკურნალოდ თავისთან წასაყვანად. სრულადაც არ აწუხებთ საკანში უყურადღებოდ როგორ ამოხადეს სული სერბიის პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს. სააკაშვილის გათავისუფლება კი არა, ახლა გაავებული ნაციონალი მარიონეტი გვარამიაც დააპატიმრეს.

არჩევნების გაყალბების ბრალდებით აყბედებულმა მეხუთე კოლონამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეცვალეს წინამდებარე მოთხოვნილება და ახლა ამას გვარამას გათავისუფლების მოთხოვნაც დაუმატეს და ამგვარი ღრიალით ავარჯიშებენ ხმის იოგების შესაძლებლობას.

დიღომის არეულობის შტაბი კი იცდიდა უფრო ეფექტური საბაბის მოლოდინში. აი, პარამენტში გადაწყვიტეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის განხილვა და ამათაც ამოდენა უცხოეთის აგენტთა მეხუთე კოლონის მომზადება დაიწყეს.

ამერიკის მოქალაქე, მარშალი ქომინსი დესტრუქციული ელემენტის წაქეზების, დამოძღვრისა და ორგანიზებისათვის რომ მოდიოდა, საქართველოში არ შემოუშვეს. ამგვარი ელეენტების სიმცირეს არ განიცდიან. თბილისი გაივსო მოწვეული და ადგილობრივი უცხოეთის აგენტთა ხროვით, მათ უმეცარი სტუდენტთა ნაწილიც აიყოლიეს და დაიწყეს ხელისუფლებაზე შეტევა. შედეგად, გაჭირვებულ ცხოვრებასთან შეჭიდებული სამშობლოსათვის თავდადებული ქართველი ერის უდიდესი უმრავლესობა რისხვაჩამდგარი მოთმინებით უსმენს და უყურებს ევრო-ამერიკული მეხუთე კოლონა როგორი გააფთრებით იწევს საქართველოს დამოუკიდებლობის მცდელობის დასამხობად. კაცობრიობის წარმოშობის სათავეებიდან მომავალ საამაყო კულტურისა და გმირული ტრადიციების მქონე ამაყი ერის ყოფნა-არყოფნის ბედი ბეწვზე ჰკიდია. ევროპული ინტეგრაციისაკენ გულუბრყვილოდ მიმავალი ამირანის ღირსი ერის გულ-ღვიძლის ამოსაკორტნად ეს სატყუარა დამალულ ბრჭყალებს აღარ მალავს. ხელისუფლებაში თუ შეძვრა ევრო-ატლანტიკური მეხუთე კოლონა, თავისი მბრძანებლების დავალებით ქართველ ხალხს უკრაინელთა უარეს კონფრონტაციის თავზე მოხვევით მოსპობამდე მიიყვანს.

კაგად ორგანიზებული უცხოეთის აგენტთა ბრბო უმეცრების ტყვეობით შეცდენილ სტუდენტთა მონაწილეობით ხელისუფლების დასამხობად პარლამენტისკენ დაიძრა. მათში საკბილოს დათრევის მაძიებელი ტურებივით დაძვრებიან არარაობად ქცეული პოლიტიკოსები, საკუთარი მრევლი რომ არ ჰყავთ, სადაც შეკრებილ ხალხს დაინახავენ, საქათმიდან გამოძევებულ ყვინჩილებივით გულისამრევ ხმაზე ჭყივიან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბრბო საქართველოს სასიკეთოდ თუ დასაქცევად შეყრილა. ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივიან საქართველო, საქართველო! უავტორიტეტო, გახუნებული, ნაგავში მოსრიალებული, დაობებული ბღენძები სისხლის მოწოვას მოწყურებული კოღოებივით დაბზუიან გულუბრყვილო სტუდენტების მასაში. ესენი ყველა ბრბოსთან ითანამშრომლებენ მის ქანდარაზე შეჯდომის იმედით.

პარლამენტის წინ გამართული ტრიბუნიდან რუსოფობიის ღვარძლს აფრქვევენ_ ჩვენ არ გვინდა რუსული კანონი, რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ რუსეთის მიერ დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდა! - ვიღაც პირტიტველი ბიჭი ჭყივის, ეტყობა დაქოქვა ზედმეტი მოუვიდათ. ბრბოში კი პარლამენტის შენობაზე შეტევის დასწყებად მიღებული დავალების მიხედვით ეწყობიან. ბობოქრობს პარლამენტის წევრად შემძვრალი, რაღაც სატელიტ პარტიად გადაღებილი ნაციონალი ვაშაძე: პარლამენტს შეუტიეთ, ალყა შემოარტყით, შიგნიდან არავინ გამოუშვათ და არც შეუშვათ!

სპეციალური ლაბადებით, ნიღბებით და ჩაფხუტებით შემოსილი ჯგუფები უტევენ პოლიციას, რომელიც წყლის ჭავლით ცდილობს მათ შეჩერებას და უკან იხევს. წინასწარ მომარაგებულებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ჯოხებით შეიარაღებული პარლამენტის ფანჯრების მსხვრევას შეუდგნენ და დაიწყო პოლიციის მოლოტოვის კოქტეილებით დაბომბვა, ომის დროს ამით მტრის ტანკებს რომ წვავდნენ. სპეციალურად მომზადებული ჯგუფი ძირითადი შესასვლელის რკინის ჭიშკარს ანგრევს. მდგომარეობა სასტიკად დაიძაბა. წონასწორობა უცხოეთის აგენტთა სასარგებლოდ ყანყალებს. გაფრანგებული, პრეზიდენტად შემოტენილი კუდიანი ჯადოქარი გაავებულ აგენტებს ამერიკიდან ულოცავს წარმატებას, მეც თქვენთან ვარო, აქეზებს აღფრთოვანებული ამ უცხოელის აგენტთა ხროვას.

ხელისუფლებამ უკან დაიხია, გამოცხადდა, რომ ეს კანონი განსახილველად არ მიიღესო. შეცდენილმა სტუდენტებმა დაშლა დაიწყეს. გაბოროტებულმა ვაშაძემ მიკროფონი მოიგდო ხელში და აღრიალდა: არ დაიშალოთ, შეტევა გააგრძელეთ, მიტინგზე ხვალაც უნდა შევიკრიბოთო! მიკროფონი ხელიდან გამოსტაცეს, სტვენით და ხელის კვრით გამოაპანღურეს. მომიტინგეთა მასის შეთხელებით შეშინებული დამრბევებიც ნელ-ნელა გაიძურწნენ.

მეხუთე კოლონა აქციების გაგრძელებით იმუქრებოდა, მაგრამ ერის საამაყო მამულიშვილების მძლავრი დემონსტრაცია და მიტინგი მოეწყო. პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ეს იყო ხალხის პასუხი ევრო-ატლანტიკური დამამცირებელი პარპაშისადმი.

უცხოეთის აგენტთა შეტევის დროს ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა და არც ერთი მომიტინგე. ყველაზე ცოფიანი დამნაშავე პუტჩისტები დააპატიმრეს. ევროპულიინტეგრაციის დემოკრატიულობით აჩხრიალებული ბამბის ზეგავლენით ხელისუფლებამ კვლავ დათმო და ყველა გაათავისუფლა.

საქართველოში კი ამაყად ჩამოვიდა დასავლეთის ინტერესებით დატვირთული უცხოეთის აგენტთა კერპი, მაჯლაჯუნა დედაკაცი, საქართველოს პრეზიდენტად შემოტენილი მარიონეტი. ახლა პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბაროს თავისი მუშაობის შესახებ. იმისი სულაც არ რცხვენია, ამერიკიდან როგორ აქეზებდა პარლამენტის შენობის დასარბევად გაცოფებულ უცხოეთის აგენტებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად წოდებული გაფრანგებული კუდიანი ჯადოქარი ახლა ქართულად დაწერილ ტექსტს უცხოეთის აგენტთა გასახარად პარლამენტის მიმართ საყვედურებს ზლაყუნით კითხულობს. ის არაფრით მოითმენს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას. თუ გინდა, რომ ევრო-ამერიკული ქება დაიმსახურო, რუსეთს უნდა აგინო და დასავლეთის მიერ გამოჩეკილი ყველა ცოდვა მას გადააბრალო.

უცხოეთის აგენტთა მიერ პარლაენტზე შეტევამ ნათლად გამოაჩინა მეხუთე კოლონის სახე და დაიწყო ქართული ეროვნული სიამაყის გამოფხიზლება. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დევიზით რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ქართველ მამულიშვილთა უზარმაზარ მიტინგზე მძლავრი ჭექა-ქუხილივით გაისმა, რომ ქართველ ერს არც ევროკავშირის, ნატო-ს და ამერიკის თვალთმაქცური შინაგან საქმეებში ჩარევა არ სჭირდება. ქართველი ერი თავად უნდა განაგებდეს თავის ბედს. ვაი, უცხოეთის აგენტებს და იმ მარიონეტ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში პრინციპულ და თავდადებულ ყოფნას ევრო-ატლანტიკურ ლაქიობაში გაცვლის.

ამერიკა-ნატოს საქართველოში თავხედურ პარპაშს დიდი გამოცდა ელის. ჯერ კი დიღომში მჯდარი ძალის პოლიტიკით გათავხედებული უცხოეთის აგენტების კურატორი, ამერიკის ელჩად მოვლენილი დედაკაცი - კელი დეგნანი დაკავებული თანამდებობის შეუფერებლობის ტიტულს კარგად რომ მოერგო, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე ევრო-ამერიკული ინტეგრაციის მიერ დადებული ბოქლომის დარაჯობას ფხიზლად აგრძელებს.

რუსეთთან საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობით აღშფოთებულმა ამის უარყოფა რუსეთის თვითმფრინავების არასაიმედოობით ახსნა.უცხოეთის აგენტებზე კანონის შესახებ კი დაასკვნა: საქართველოში ამ კანონის მიღება არ შეიძლება, მსგავსი კანონი ამერიკაშიც რომ ჰქონდეთ მიღებულიო.

რისთვის ჩამოიყვანეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი, უნდა გვირჩიოს, რომ ევროკავშირი კაკაა? ძლივს რომ მოახერხეს იქიდან გამოსვლა? თვითონ შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია გახდომია თავში საცემად, უკრაინაში კი რადიოაქტიურ ჭურვებს აგზავნის. რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ფონზე მისი ცხინვალის ხაზთან მიყვანა და ვიშვიში ისეთივეა, როგორც ხარს თვალებთან წითელი ნაჭერი აუფრიალო. ეს საფრთხობელაც დაუმატეს ისედაც დაძაბულ ჩვენს ყოფას.

მსოფლიო ქვეყნების ამერიკისადმი ნდობას კი სერიოზული ბზარი შეეპარა. უამრავ ქვეყანას ოქროს დაკარგვის რომ ეშინოდა, ამერიკამ იკისრა მისი შენახვა, ისე, როგორც მელამ ყვავს შეუნახა ყველის ნაჭერი. ახლა ოქროს უკან დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ ოქრო თუ ყველივით შეეჭამა, არდაბრუნების საბაბის მოძებნას რა უნდა. ასე მიიღო თავისი ოქროს მაგიერ ფა-ფუ ვენესუელამ; დანარჩენები კი რიგში დგანან.

პრეზიდენტიდან დაწყებული უცხოეთის აგენტთა უამრავი სამსახური რომ ჩაიგდეს ხელში, მაგრამ სასამართლო ვერ მიიტაცეს და მოსამართლეების ყოვლად დაუშვებელი კორუფციის დასვრის მცდელობის აპრობირებული მეთოდის შირმად გამოყენებას მიმართეს. ასეთი აღვირახსნილობით მოქმედებას თავიანთ რომელიმე შტატსაც რომ ვერ გაუბედავდნენ.

დამოუკიდებლობადაბრალებულ ევრო-ატლანტიკურ მონობაში შეტყუებულ საქართველოში პარტიები და ხელისუფლებები ევროინტეგრაციის ლოზუნგით ისე სამარცხვინოდ წავიდნენ და გაქრნენ, რომ ხალხის დაცინვა, სიძულვილი და წყევლა გაჰყვათ არარაობად ქცეულებს.

ორ სკამზე ჯდომა კი დამოუკიდებელი ავსტრიის ხელისუფლებას მაუტჰაიზენის კონცლაგერში დაბინავებად დაუჯდა.

ხელისუფლების დათმობებით გათავხედებული რუსოფობიით გაცოფებული უცხოეთის აგენტები რუს ტურისტებს დაუსჯელად უწყობენ პროვოკაციებს.

არავინ იცის, აღვირაწყვეტილი მეხუთე კოლონა მათი კურატორების ხელმძღვანელობით ქართველ ერს რა უბედურების მოწყობას უპირებს; სიფხიზლის მოდუნება კი ბოროტების გამარჯვების ტოლფასია.

საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში შესვლის ყალბი შეპირების ნისლი გაიფანტა. ამ ლგბტ-თა მყრალ სიბინძურეში სპეტაკი ოჯახის და ეროვნული ტრადიციების მქონე ქართველი ერის ადგილი არ არის. თუ რომელიმე ევროპული ქვეყანა მოისურვებს კავკასიის ერთა სპეტაკ კავშირში შესვლას, ჯერ ლგბტ-თა სიბინძურისგან უნდა გაიწმინდონ.

ამჟამად ქართულ ოცნებას შეუძლია, მთლიანად ხალხის მხარეზე დადგეს, უცხოეთის მიერ მოვლენილ ყველა უამინდობას გმირული შეუპოვრობით შეებრძოლოს და სამშობლოს წინაშე დამსახურების მკაცრი გამომცდელი ქართველი ხალხის მიერ საქართველოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა შორის ღირსეული ადგილი დაიმსახუროს.

დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი

მწერალი - გივი სომხიშვილი

9 მაისი 2023 წ.