სამართალი
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი დაჯარიმდა

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი დაჯარიმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს.

აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას.

სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.