პოლიტიკა
ედვარდ ნალბანდიანი: „არ არსებობს საკითხი, რომელზეც სომხეთი და საქართველო ვერ შეთანხმდებიან“

nalbandianამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, შეხვედრისას საუბარი ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო.

მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მხარეებს შორის არის შეთანხმება, რომ ხშირად გაიმართოს შეხვედრები. ამ პირობას ორივე მხარე ასრულებს. „ზუსტად იმისთვის, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში არ იყოს არავითარი პრობლემატური საკითხი, ხშირად ვხვდებით მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ედვარდ ნალბადიანი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ორ სახელმწიფოს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი ურთიერთობები, როგორიც ახლაა.