პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

იცხაკ ჰერცოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.