სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას „ქართული პარტიაც“ შეუერთდა
როგორც საქინფორმს „ქართული პარტიის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, „ლეიბორისტული პარტიის“ მოწოდებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის თაობაზე „ქართული პარტიაც“ შეუერთდა. ამ მიზნით დღეს პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს „ეროვნულ დოკუმენტზე“ ხელმოწერისკენ მოუწოდა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას ითვალისწინებს. ხელისუფლების დემონტაჟის „ლეიბორისტულ“ გეგმას „ქართული პარტიის“ გარდა მხარი „ქართულმა დასმაც“ დაუჭირა.