სამართალი
სასამართლომ ბიწაძის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

badri_bitsadze2როგორც  სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მეუღლის – ბადრი ბიწაძის, ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მტკიცებულებები არ არსებობს და განმარტა, რომ ყოფილი მაღლჩინოსნისთვის რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თბილისის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიწაძის ოჯახმა თანხა არ გადაიხადა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახე შეცვალა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბიწაძეზე ძებნაა გამოცხადებული, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.