პოლიტიკა
ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა „Московские новости“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის პირადად იცნობდა და აფასებდა სერგეი ბაგაფშს, რომელსაც მომავალში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო.
„ვინცუნდა აირჩიოს აფხაზურმა საზოგადოებამ თავის ხელმძღვანელად, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მათთან მოლაპარაკები, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლით ეს იქნება არალეგიტიმური არჩევნები. ამასთან, უნდა ვიყოთ რეალისტები და გავითვალისწინოთ რუსული ფაქტორი. ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლების პარალელურად, უნდა ვიფიქროთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკა ხელს ჰკრავს აფხაზებსა და ოსებს და აშორებს კონფლიქტის მოგვარებას. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აფხაზებისა და ოსების ნდობის მოპოვებისთვის არანაირი რესურსი არ გააჩნია“, – აცხადებს ალასანია. მისივე თქმით, 2008 წლის ომის შედეგ ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს რეალურად მიხეილ სააკაშვილი. „ჯოზეფ ბაიდენი და ყველა ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილმა უნდა ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და წავიდეს. ეს ხაზი შეუცვლელია. ანტაგონისტური ურთიერთობები რუსეთთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისგან აშორებს. ევროპას, კონკრეტულად კი, გერმანიას, აქვს დიდი პოტენციალი, აღადგინოს მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური ურთიერთობები. ამ სამკუთხედმა – რუსეთი-გერმანია-საქართველო – სააკაშვილის შემდგომ პერიოდში შესაძლოა, ძალიან წარმატებულად იმუშაოს. ეს საკითხი უკვე განვიხილე ანგელა მერკელის ადმინისტრაციაში, კანცლერის მრჩეველ კრისტოფერ ჰოისგენთან“, – აღნიშნავს ოპოზიციონერი ლიდერი.