სამართალი
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28 აპრილს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, 45 წლის მამუკა მელაძემ „უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხრჩო“ და წუხელ, გვიან ღამით, ის გარდაცვლილი იპოვეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. უწყების თქმით, უკვე გამოკითხეს მოწმეები. ამასთან, „დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.