აქტუალური
აშშ-ს ევროპული სარდლობა: მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა, რასაც აშშ-ს ევროპული სარდლობა “ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში”, - აღნიშნულია ტვიტში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.