აქტუალური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქსტატმა მოამზადა სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია (პროექტი) საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს 2011-2014 წლებს. სტრატეგია შედგება რამდენიმე ნაწილისგან: სტატისტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება, ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტებზე დაფუძნებული დეტალური სამუშაო პროგრამა.