აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4991 ლარი გახდა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7605 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.