უცხოეთი
საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება.
„ნატო-ს შეუძლია, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტი, მაგრამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, ესტონეთის მთავრობა ცდილობს მოკავშირეების დარწმუნებას, რომ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ წევრობის მკაფიო პერსპექტივა მიეცეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კიევს ამ კვირაში ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრები გამართა. მოლაპარაკებების შემდეგ კაია კალასმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ყველაზე მეტად საბრძოლო მასალის მიწოდების, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი აწუხებს.
1tv.ge