საზოგადოება
გულნარა წიკლაური: „ხელისუფლებას დემოკრატობანას თამაში სჭირდება“

wiklauriამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური საქინფორმში გამოქვეყნებულ მასალას – „მიხეილ სააკაშვილის ორსახოვანი იანუსი“ – გამოეხმაურა:

„ქართულ ოპოზიციურ პრესაში თუ სატელევიზიო არხებზე უნდა შეწყდეს ქრისტიან-დემოკრატების, ახლების, ედპ-სა და ბევრი სხვა პარტიის ოპოზიციურ პარტიებად ხსენება... მათი ასე მოხსენიება, პირველ რიგში, ხელისუფლებას აძლევს ხელს ბევრი მიზეზის გამო... სატელევიზიო შოუებში ისინი არ უნდა იქნენ მოხსენიებულნი როგორც ოპოპარტიების წარმომადგენელები... არავინ უნდა აღიქვას ოპოზიციურ გამოსვლებად ინგა გრიგოლიასა და მისთანების „სატელევიზიო შოუები“, რომელთაც მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვთ, ითამაშონ „სახელისუფლო ოპოზიციის“ როლი, რაც ასე სჭირდება ხელისუფლებას „დემოკრატობანას“თამაშისათვის“.