პოლიტიკა
IRI-სა და NDI-ის პრიმიტიულ სოცგამოკითხვებს ვაშინგტონში პრიმიტიული ადამიანები წერენ, თბილისში კი ქართულად ითარგმნება!

 საქართველო 27 აპრილი, საქინფორმი. „ყოველ ჯერზე, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ჩემს კომენტარს IRI-სა და NDI-ის გამოკითხვებზე საქართველოში ვიწყებდი იმ შენიშვნით, რომ ისინი საზოგადოებრივ აზრს კი არ ასახავს, არამედ მის მოდელირებას ახდენს - ისე, როგორც ეს აშშ-ს სურს. სამწუხაროა, რომ ქართული სპეცსამსახურები ვერ შედიან მათ ოფისებში და ვერ ამოწმებენ გამოკითხვის გაყალბებულ მასალებს...

ამჯერად არცკი გავააანალიზებ იმ ციფრებს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თუმცა შედეგებს პრიმიტიულად განვმარტავ – ისევე პრიმიტიულად, როგორც ეს ვაშინგტონში პრიმიტიულმა ხალხმა ჩაიფიქრა. ასე რომ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ არარეალურად დაბალი რეიტინგი/პროცენტები ნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს ხელისუფლების შეცვლის მცდელობას რევოლუციური გზით. პატრიარქისა და თბილისის მერის, კალაძის შემდეგ მესამე ადგილზე მყოფი ზურაბიშვილის არარეალურად მაღალი რეიტინგი კი ნიშნავს, რომ ის უახლოეს მომავალში სააკაშვილს და გვარამიას შეიწყალებს და თითქოსდა ამიტომ, ხალხში პოპულარულია! რაც შეეხება ინსტიტუტების რეიტინგს, აქ სპეციალურად მეორე ადგილზე გადაიყვანეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - აქაოდა, პრორუსულია და ამის გამო ქართველ ხალხს ის უკვე გადაუყვარდა! ხოლო ქართული არმია პირველ ადგილზე დააყენეს, რადგან მან უნდა დაარტყას რუსებს აფხაზეთსა და ცხინვალში - „მეორე ფრონტი“. ის, რომ ქართველ ხალხს ნატოსა და ევროკავშირში სურს, ფეიქია, რომელიც უარყოფას არ საჭიროებს, ისეთივე აბსურდული, როგორც ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსი ტურისტებისა და რუსეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ამით ამ პრიმიტიული გამოკითხვის ავტორებმა საბოლოოდ გასცეს საკუთარი თავი, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია რუსი ტურისტებით და პირდაპირი რეისებით, რადგან ეს მათი კეთილდღეობის წყაროა. საქართველოს მოქალაქეებს უხარიათ აქ რუსების ხილვა საეჭვო მიზნებით ჩამოსული აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გადამთიელების მაგივრად“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი სოციალურ ქსელში.