საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდა.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.

მშობლები აცხადებდნენ, რომ შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე პრეზიდენტისთვის წერილი წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდათ გაგზავნილი, ახლა კი კვლავ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თაობაზე, რის შემდეგაც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

მშობლების განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, იშუამდგომლოს ხელისუფლებასთან.