საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა, რომელთა მტკიცებით, 21 აპრილს რუსული არმიის დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა. ქართველი მეთაურის თქმით, უკრაინაში ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი ცოცხალია და გავრცელებული ცნობა რუსული დეზინფორმაციაა.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მიმართულებით ისკანდერი არაერთხელ უსვრიათ, ეს არის, როგორც სჩვევიათ, ისევ ინფორმაციის რუსული ფალსიფიკაცია. ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი ცოცხალია და თავს ძალიან კარგად გრძნობს […] რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პირველადი მიზანი არის ქართული ლეგიონი და ეს იმას უფრო ჰგავს, თავის ჯარისკაცებს აძლევენ მოტივაციას, რომ ქართული ლეგიონის ნაწილი გაანადგურეს. ეს ჩვეულებრივად არის ინფორმაციის ფალსიფიკაცია”, – ამბობს მამულაშვილი.
ქართული ლეგიონს მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ დღეებში არაფერი დაუწერია. უკრაინიდან ქართველ მოხალისეთა დაღუპვის შესახებ არც ახალი ინფორმაცია გავრცელებულა.