უცხოეთი
ევგენი პრიგოჟინი: ჩვენ მოვკლავთ ყველას ბრძოლის ველზე, არცერთ ტყვეს აღარ ავიყვანთ

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები უკრაინელ სამხედროებს ტყვედ აღარ აიყვანენ და ბრძოლის ველზე ყველას მოკლავენ.

პრიგოჟინი ამ განცხადებით ვაგნერის ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.„ვაგნერელები“ ამტკიცებენ, რომ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან უკრაინელი სამხედროები ვაგნერის დაჭრილ მებრძოლს. ჩანაწერზე, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცები ერთმანეთს რუსულ ენაზე ესაუბრებიან.

გავრცელებულ ვიდეოზე უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯერჯერობით უცნობია, რეალურად ვისი ხმები ისმის ვიდეოში, თუმცა პრიგოჟინი გამოქვეყნებულ ჩანაწერს პატიმრის სიკვდილით დასჯის მტკიცებულებად მიიჩნევს.

„ჩვენ მოვკლავთ ყველას, ვინც ბრძოლის ველზეა. არცერთ ტყვეს აღარ წავიყვანთ“, – დასძინა პრიგოჟინმა.

news.ge