აქტუალური
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური მთავრობის სხდომაზე დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამას გამოეხმაურა.
„ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით. ვაფინანსებთ ყველა ბავშვს. ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლა, ამიტომ, რა თქმა უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“,- აღნიშნა პრემიერმა.