პოლიტიკა
გაერო დღეს ქართველ დევნილებთან დაკავშირებით რეზოლუციას კენჭს უყრის

gaero4გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს დაგეგმილია კენჭისყრის გამართვა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით .

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი ტიპის რეზოლუციას გაერო ყოველწლიურად იღებს და დღევანდელ კენჭისყრაზე ქართული მხარე გაცილებით მეტი ქვეყნის მხარდაჭერას ელოდება.

რეზოლუცია ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსებულ დაბრუნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.