საზოგადოება
„მოვდივარ“ - ამ ლოზუნგით თბილისში 30 აპრილს აქცია გაიმართება

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. „მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება.

„არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

20 აპრილს აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა თანამოაზრეებს სამოქმედო გეგმაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ითქვა, რომ 30 აპრილს კონკრეტული ინიციატივები და წინადადებები გაჟღერდება, რომლის გარშემოც ორი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება.