აქტუალური
„რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „ვიბარებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, იმისთვის რომ მობრძანდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თეონა აქუბარდიამ დეპუტატებს სასაზღვრო პოლიციაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის 2019-2020 წლების დასკვნა გააცნო.

მისი თქმით, ვითარება არ შეცვლილა 2022 წელსაც.

გაკვირვებული ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის უპასუხისმგებლობით, მაშინ როდესაც ის პარლამენტში გამოსვლისას საუბრობდა, რომ პრიორიტეტია საზღვრის დაცვა და ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და აუდიტის ასეთი დასკვნა მოდის აქ“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.