სამართალი
კეზერაშვილი თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე სასაუბროდ ლონდონში ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, თინა ბურჯალიანს შეხვდა - „იმედი“

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახულია დავით კეზერაშვილის შეხვედრა ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილესთან, თინა ბურჯალიანთან.

მათივე ცნობით, შეხვედრა შედგა ლონდონში, აზიურ რესტორან „ნოვიკოვში“ (Novikov), სადაც, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი ბურჯალიანს ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე ესაუბრებოდა.

„ფოტო სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც BBC თაღლითური სქემის შესახებ თავის ფილმს ამზადებდა. სავარაუდოდ, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სწორედ ბურჯალიანი აგვარებდა თაღლითური სქემის იურიდიულ ნიუანსებს“, – აღნიშნულია „იმედის“ ინფორმაციაში.