პოლიტიკა
ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

ბაიდენის მილოცვა აშშ-ის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს ჯილი და მე თბილ მილოცვებს ვუგზავნით ყველა ჩვენს მეგობარს მართლამდიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომელიც აღდგომას აღნიშნავს. დაე, ქრისტეს მშვიდობა იყოს თქვენთან ახლა და ყოველთვის“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.