აქტუალური
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 22.1%-ით გაიზარდა და 4 783.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 1 461.5 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 21.0%-ით გაიზარდა და 3 322.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 860.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 აპრილს გამოაქვეყნებს.