საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ელენე ხოშტარია ეხმაურება „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
„ბიბისის გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე, და ძალიან კარგია, რომ საკითხი არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან;
– წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამიანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა;
– არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს;
– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება, გქონდეს პოზიცია“, – წერს ელენე ხოშტარია.