აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ვითხოვთ Credit Suisse-ის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ვითხოვთ Credit Suisse-ის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას-მათი მიზანია, დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება. შესაძლოა, რაღაც ინტერესები და იმედი ჰქონდეთ, რომ ამ დროში შეიძლება თეორიულად მოხდეს ისეთი, რამ რაც მათ სასარგებლოდ შემოატრიალებს სიტუაციას. ცხადია და ნათელია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს, ზოგ შემთხვევაში კი დანაშაულებრივს, - ამის შესახებ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "ბიზნეს პალიტრაში" განაცხადა.

როგორც ლაშა კალანდაძე განმარტავს, როდესაც საუბარია დანაშაულებრივ ქმედებაზე, ეს არ არის შეფასება, არამედ ამასთან დაკავშირებით არსებობს შვეიცარიის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადგინდა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რა ქმედებებითაც ზიანი განიცადა ბიძინა ივანიშვილმა“.

მათი მიზანი არის, რაც შეიძლება გაჭიანურდეს და დროში გადაიწიოს ვალდებულებების შესრულებამ. შესაძლოა, რაღაც ინტერესები და იმედი ჰქონდეთ, რომ ამ დროში შეიძლება თეორიულად მოხდეს ისეთი რამ, რაც მათ სასარგებლოდ შემოატრიალებს სიტუაციას. ცხადი და ნათელია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს, ზოგ შემთხვევაში კი დანაშაულებრივს. როდესაც საუბარია დანაშაულებრივ ქმედებაზე, ეს არ არის შეფასება, ამასთან დაკავშირებით არსებობს შვეიცარიის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადგინდა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რა ქმედებებითაც ზიანი განიცადა ბიძინა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა.

ჩვენი აქცენტები კეთდება, რომ რაც სამართლიანია და კანონიერი, ის საკითხი სწრაფად დავარეგულიროთ. მათ გარკვეული ინტერესები გააჩნიათ და შესაბამისად მოქმედებენ. მათი ძირითადი მიზანია დროში გაწელონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ამ ვალდებულებების შესრულების დროში გაწელვა მინიმუმ მათთვის ფინანსურად არის საინტერესო“,- აღნიშნავს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით წარმატების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

ადვოკატები საქმეზე ვართ ფოკუსირებულები. ჩვენ ვითხოვთ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც Credit Suisse -მა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ბარიერები არსებობს, ხელოვნურ ბარიერებს ჰქმნის მოწინააღმდეგე მხარე, ჩვენ წარმატებებს ვაღწევთ. ჩვენ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას მიმდინარე 2 საქმესთან დაკავშირებით. ამას ობიექტურად ვამბობ, ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. მიუხედავად დაბრკოლებების, ხელოვნური ბარიერების და პროცესის გაჭიანურების მცდელობისა, პროცესი რაღაც ეტაპზე მაინც მიდის დანიშნულების ადგილზე, გადაწყვეტილების მიღებისას იმდენად მყარი არგუმენტები არსებობს, რომ თუ სამართლებრივი, მიუკერძოებელი გარემო იქნება, საწინააღმდეგო შედეგი არ უნდა დადგეს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

მან დასავლურ პრესაში შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა, როდესაც ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ Credit Suisse-ისთან დაკავშირებული ინფორმაციები იბლოკებოდა.

როგორც ლაშა კალანდაძემ აღნიშნა, როდესაც სტატია შეეხებოდა Credit Suisse-ის მენეჯმენტის უკანონო ქმედებებს ამ ინფორმაციების მოდიფიცირება ხდებოდა, ხოლო Credit Suisse-თან მიმართებაში პრობლემები ნაკლებად იყო.

პრობლემები არსებობდა მხოლოდ Credit Suisse -ის მენეჯმენტის უკანონო ქმედებებთან მიმართებაში. როდესაც სტატია შეეხებოდა მენეჯმენტის უკანონო მოქმედებებს, აქ გარკვეული ბარიერები და პრობლემები არსებობდა. ხდებოდა ან ინფორმაციების მოდიფიცირება, შინაარსის შეცვლა, სხვაგვარად გადაწყობა,აქცენტების გადატანა სხვადასხვა საკითხზე.

ამ ტიპის პრობლემატიკა შეიმჩნეოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მიმართული იყო Credit Suisse-ის მოქმედი, ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ, არა როგორც Credit Suisse -ის როგორც ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ“,- აღნიშნავს ადვოკატი.