საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა რეისს ნიშნავს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

13 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 14:30 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 14:30 საათზე.

17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 16:30 საათზე.

14 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 10:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 12:10 საათზე.

15 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 9:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 11:30 საათზე;

18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 15:00 საათზე;

15 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 13:30 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა – 15:20 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარი; სამ წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო სამიდან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე – ticket.vanillasky.ge.